Belive

ისტორიაში პირველად: უიკომბი ჩემპიონშიფში აღზევდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორიაში პირველად, "უიკომბ ვანდერერსი" ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ითამაშებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინგლისის ლიგა 1-ის ფლეი-ოფის ფინალში კლუბმა "ოქსფორდ იუნაიტედი" 2:1 დაამარცხა. საინტერესოა, რომ "უიკომბში" მსოფლიოს ყველაზე მძიმეწონოსანი და გამორჩეულად კურიოზული ფეხბურთელი ადებაიო აკინფენვა თამაშობს, რომელმაც გამარჯვება ასეთი საინტერესო კომენტარით შეაფასა.

აქვე გეტყვით, რომ 38 წლის თავდამსხმელი მეოთხე წელია ამ გუნდის ღირსებას იცავს და ყველა სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდრიც გახდა. მიუხედავად 133-წლიანი წარსულისა, აქამდე, ბუკინგემშირულ კლუბს ჩემპიონშიფში არასდროს უასპარეზია. "უიკომბის" ისტორიაში ყველაზე დიდ მიღწევად 2001 წელს, ასოციაციის თასის ნახევარფინალში გასვლა მიიჩნევა.

სხვა სტატიები