Belive

#ისტორიაციფრებში – ნაწილი 2 – “ლივერპულის” ყველა დროის რეკორდები და მიღწევები

4 წლის წინ ფეხბურთი
9 წთ
დიდი საკლუბო ფეხბურთი აგვისტომდე დაგვემშვიდობა, თუმცა ფეხბურთი რაღა თქმა უნდა აქტუალობას არ კარგავს. Live.ge აგრძელებს სერიას – “ისტორია ციფრებში” სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია საფეხბურთო გრანდების მიღწევებისა და საინტერესო სტატისტიკების შესახებ .  

ლივერპული

ტიტულები

ინგლისის ჩემპიონატი (18) : 1900–01, 1905–06, 1921–22, 1922–23, 1946–47, 1963–64, 1965–66, 1972–73, 1975–76, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1981–82, 1982–83, 1983–84, 1985–86, 1987–88, 1989–90 ინგლისის მეორე ლიგა (4) : 1893–94, 1895–96, 1904–05, 1961–62 ლანკაშირის ლიგა (1) : 1892–93 ასოციაციის თასი (7) : 1965, 1974, 1986, 1989, 1992 ,2001, 2006 ინგლისის ლიგის თასი (8) : 1981, 1982, 1983, 1984, 1995, 2001, 2003, 2012 Community shield (15) : 1964*, 1965*, 1966, 1974, 1976, 1977*, 1979, 1980, 1982, 1986*, 1988, 1989, 1990*, 2001, 2006 ჩემპიონთა თასი/ ჩემპიონთა ლიგა (6) : 1977, 1978, 1981, 1984, 2005, 2019 უეფას თასი (3) :  1973, 1976, 2001 უეფას სუპერთასი (3) : 1977, 2001, 2005

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგა სწორედ "მერსისაიდელებმა" მოიგეს

ფეხბურთელების მიღწევები

ყველაზე მეტი მატჩი ყველა ტურნირზე – იან კალაჰენი (857) ყველაზე მეტი მატჩი ინგლისის ჩემპიონატში – იან კალაჰენი  (640)  ყველაზე მეტი მატჩი ასოციაციის თასზე – იან კალაჰენი (79) ყველაზე მეტი მატჩი ლიგის თასზე - იან რაში (78) ყველაზე მეტი მატჩი ევროპულ ტურნირებზე – ჯეიმი კარაგერი (150) ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გუნდის ისტორიაში – ჯერომ სინკლერი (16 წლისა და 6 დღის ასაკში “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ 2012 წლის 26 სექტემბერს) ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გუნდის ისტორიაში – ნედ დოიგი  (41 წლისა და 165 დღის ასაკში “ნიუკასლის” წინააღმდეგ, 1908 წლის 11 აპრილს) ყველაზე დიდი ხანი გუნდში – ელაიშა სკოტი  (21 წელი და 52 დღე, 1913-დან  1934 წლამდე) ყველაზე მეტი ზედიზედ ჩატარებული მატჩი - ფილ ნილი (417, 1976 წლის 23 ოქტომბრიდან 1983 წლის 24 სექტემბრამდე)

იან კალაჰენს "ლივერპულის"  შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

ბომბარდირები

ყველაზე მეტი გოლი ყველა ტურნირზე - იან რაში (346) ყველაზე მეტი გოლი ინგლისის  ჩემპიონატში – როჯერ ჰანტი (245) ყველაზე მეტი გოლი ასოციაციის თასზე – იან რაში (39) ყველაზე მეტი გოლი ლიგის თასზე - იან რაში (48) ყველაზე მეტი გოლი საერთაშორისო ტურნირებზე – სტივენ ჯერარდი (41) ყველაზე მეტი გოლი ერთ სეზონში – იან რაში (47, 1983-84 წლების სეზონი) ყველაზე მეტი გოლი სადებიუტო სეზონში - მოჰამედ სალაჰი (44, 2017/18 წლების სეზონში) ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონატში ერთ სეზონში - როჯერ ჰანტი (41, 1961/62 წლების სეზონი)  ყველაზე მეტი ჰეთ-თრიქი - გორდონ ჰოჯსონი (17) ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი - რობი ფაულერი (4 წუთი და 33 წამი, 1994 წლის 28 აგვისტოს, "არსენალის" წინააღმდეგ) ყველაზე მეტი გატანილი პენალტი - სტივენ ჯერარდი (47) ყველაზე მეტი უგოლო მატჩი – ეფრაიმ ლონგვორთი  (371) ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო –  ბენ ვუდბარნი (17 წლისა და 45 დღის ასაკში, “ლიდსის” წინააღმდეგ 2016 წლის 29 ნოემბერს) ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ვინც გოლის გატანა შეძლო – ბილი ლიდელი (38 წლისა და 55 დღის ასაკში, “სტოკის” წინააღმდეგ 1960 წლის 5 მარტს)

იან რაში ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

სანაკრებო მიღწევები

პირველი ფეხბურთელები ინგლისის ნაკრებში –ფრანკ ბექტონი 1897 წლის 29 მარტს. ყველაზე მეტი საერთაშორისო მატჩი ლივერპულის ფეხბურთელის რანგში – სტივენ ჯერარდი, 114 მატჩი ინგლისის ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში ლივერპულის ფეხბურთელის რანგში - მაიკლ ოუენი (26 გოლი ინგლისის ნაკრებში) და იან რაში (26 გოლი უელსის ნაკრებში) ლივერპული პირველი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატებზე - ლორი ჰიუზი, 1950 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე ლივერპულის ფეხბურთელის რანგში – სტივენ ჯერარდი, 12 მატჩი, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში (2006, 2010 და 2014 წლებში) პირველი მსოფლიო ჩემპიონი – როჯერ ჰანტი, იან კალაჰენი და ჯერი ბირნი  (1966 წელს, ინგლისის ნაკრებში) პირველი არაიტალიელი ფეხბურთელი რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა – დიტმარ ჰამანი 2002 წელს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში

ლეგენდარულ სტივენ ჯერარდს ინგლისის ნაკრებში 114 მატჩი აქვს ჩატარებული

 

სამწვრთნელო რეკორდები

პირველი მწვრთნელი – უილიამ ედვარდ ბარკლაი და ჯონ მაკკენა  (1892-1896 წლები) ყველაზე დიდი ხანი სამწვრთნელო პოსტზე  – ტომ უოტსონი (18 წელი და 262 დღე, 1896-1915 წლები) ყველაზე მეტი მატჩი მწვრთნელის რანგში – ბილ შენკლი (783 მატჩი, 1959-1974 წლები)

ბილ შენკლი და კევინ კიგანი - შენკლი ლივერპულს 15 წლის მანძილზე თავკაცობდა

 

მატჩები

პირველი…

პირველი მატჩი – ლივერპული 7:1 როტერჰემი , ამხანაგური მატჩი,  1892 წლის 1 სექტემბერი პირველი მატჩი ჩემპიონატში – ლივერპული 2:0 მიდლსბრო, მეორე დივიზიონი, 1893 წლის 2 სექტემბერი პირველი მატჩი ასოციაციის თასზე – ლივერპული 4:0 ნანტვიჩი, 1892 წლის  პირველი მატჩი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე – ლივერპული  5:0 რეიკიავიკი 1964 წლის 17 აგვისტო, ჩემპიონთა თასი  

გამარჯვება

სარეკორდო გამარჯვება – ლივერპული 11:0 სტრომსგოდსეტი, უეფას თასების მფლობელთა თასი, 1974 წლის 17 სექტემბერი სარეკორდო გამარჯვება ჩემპიონატში – ლივერპული 10:1 როტერჰემი, მეორე დივიზიონი, 1896 წლის 18 თებერვალი სარეკორდო გამარჯვება ასოციაციის თასზე – ლივერპული 9:0 ნიუთაუნი, 1892 წლის 29 ოქტომბერი სარეკორდო გამარჯვება ლიგის თასზე - ლივერპული 10:0 ფულჰემი, 1986 წლის 23 სექტემბერი ყველაზე მეტი მოგება ჩემპიონატში - 30 (38 მატჩიდან, 2018/19 წლების სეზონი) 30 (42 მატჩიდან, 1978/79 წლების სეზონი) ყველაზე ცოტა მოგება ჩემპიონატში სეზონის მანძილზე - 7 (30 მატჩიდან, 1894-1895 წლების სეზონი) ყველაზე მეტი მოგება ზედიზედ - 11 (1988-89 წლების სეზონი და 2005-06 წლების სეზონი)

ლივერპული 11:0 სტრომსგოდსეტი

მარცხი

სარეკორდო მარცხი - ლივერპული 1:9 ბირმინგემი (1954 წლის 11 დეკემბერი, მეორე დივიზიონი) სარეკორდო მარცხი ენფილდზე - ლივერპული 0:6 სანდერლენდი (1930 წლის 19 აპრილი, პირველი დივიზიონი) ყველაზე მეტი მარცხი სეზონში - 23 (42 მატჩიდან 1953/54 წლების სეზონი) ყველაზე ცოტა მარცხი სეზონში - წაუგებელი სეზონი (28 მატჩი, 1893/94 წლების სეზონი) ყველაზე მეტი მარცხი ზედიზედ - 9 (1898/99 წლების და 1899/00 წლების სეზონები)

გოლები

ყველაზე მეტი გატანილი გოლი ჩემპიონატის ერთ სეზონში - 106 (30 მატჩში, 1895/96 წლების სეზონი, მეორე დივიზიონი) ყველაზე მეტი გატანილი გოლი უმაღლეს ლიგაში ერთი სეზონის მანძილზე - 101 (38 მატჩში, 2013/14 წლების პრემიერლიგის სეზონი) ყველაზე ცოტა გატანილი გოლი სეზონის მანძილზე - 42 (34 და 42 მატჩიან პირველ დივიზიონში, 1901/02 და 1970/71 წლების სეზონები) ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონის მანძილზე - 97 (42 მატჩში, 1953/54 წლების სეზონი, პირველი დივიზიონი) ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში - 16 (42 მატჩში, 1978/79 წლების სეზონის, პირველი დივიზიონი)

ქულები

ყველაზე მეტი ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 2 ქულა ენიჭებოდა - 68 (42 მატჩში, 1978/79 წლების პირველ დივიზიონში) ყველაზე მეტი ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა ენიჭებოდა - 97 (38 მატჩში, 2018/19 წლების პრემიერლიგის სეზონში) ყველაზე ცოტა ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 2 ქულა ენიჭებოდა - 22 (30 მატჩში 1894/95 წლების სეზონში , პირველ დივიზიონში) ყველაზე ცოტა  ქულა სეზონში, როდესაც გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა ენიჭებოდა - 52 (38 მატჩში , 2011/12 წლების სეზონი, პრემიერლიგა)  

დასწრება

ყველაზე დიდი დასწრება ლივერპულის მატჩზე - 101 254 (2018 წლის ივლისი, "მიჩიგან სთეიდიუმი", საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ") ყველაზე დიდი საშინაო დასწრება - 61 905 ("ვულვზის" წინააღმდეგ 1951/52 წლების სეზონის ასოციაციის თასის მატჩში) ყველაზე მცირე საშინაო დასწრება - 1000 ("ლოგბოროს" წინააღმდეგ, 1895/96 წლების სეზონის მეორე დივიზიონში)

2018 წლის ივლისში "მიჩიგან სთეიდიუმზე" ლივერპულისა და მანჩესტერის შეხვედრას 101 254 მაყუ

რებელი დაესწრო
   

სხვა სტატიები