Belive

ისტორიული დღე მესის ცხოვრებაში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინელ სუპერ ვარსკვლავს არაერთი ისტორიული დღე აქვს ცხოვრებაში. მესის გარშემო ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რაც მსოფლიოს დაამახსოვრდა და მუდამ ემახსოვრება. 2009 წლის 28 მარტს "ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პირველად მოირგო არგენტინის კარებში 10 ნომრიანი მაისური. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მესის 10 ნომრიანი მაისური აცვია. როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებში ხსენებული ციფრი ლეგენდარული მნიშვნელობის არის. 10 ნომერს თავად დიეგო მარადონა ატარებდა. მესის კი მის მემკვიდრედ მიიჩნევენ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ლიონელმა ნაკრებში, ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა. იმედი ვიქონიოთ, რომ მესი კარიერის დასრულებამდე, არგენტინის ნაკრებში, არაერთ ტიტულს მოიგებს.

სხვა სტატიები