Belive

ისტორიული გამარჯვება - ლანჩხუთი ჩემპიონთა ლიგაზეა!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისტორიული დღე ქართული ფეხბურთისთვის - ქალთა გუნდი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში რუმინულ "ოლიმპია კლუჟს" დაუპირისპირდა და ძლიერი მეტოქე ხატია ჭყონიას გოლით, ანგარიშით 0:1 დაამარცხა. შეგახსენებთ, "ლანჩხუთი" არის პირველი გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. გეტყვით, რომ კორონავირუსის გამო ქალთა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება ჯგუფური ეტაპის გარეშე გაიმართება და გუნდები თამაშს პლეი-ოფიდან დაიწყებენ.

იხილეთ გოლი 


ასევე იხილეთ: "ლანჩხუთის" ფეხბურთელების ემოციები მატჩის დასრულების შემდეგ

სხვა სტატიები