Belive

ისტორიული კლუბის კრახი - კრუზეიროს გავარდნამ მასობრივი აურზაური გამოიწვია (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბი, ისტორიაში პირველად უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა. წლევანდელი სეზონი "კრუზეირომ" კატასტროფულად ჩაატარა - ნაჩვენები ნეგატიური შედეგებიდან გამომდინარე, "კრუზეირომ" მე-18 ადგილი დაიკავა და ელიტიდან გავარდა. ისტორიის მანძილზე "კრუზეირომ" მსოფლიო ფეხბურთს არაერთი ლეგენდა აჩუქა. 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი ტოსტაო. ლეგენდარული რონალდო, რივალდო და ჟაირზინიო - ეს იმ ვარსკვლავების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სხვადასხვა პერიოდში "კრუზეიროს" მაისური მოირგეს. "კრუზეიროს" გავარდნამ ფანების მღელვარება და მასობრივი აურზაური გამოიწვია. სტადიონის ტრიბუნებზე დაწყებული შეტაკებები ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს, "კრუზეიროს" არაერთი გულშემატკივარი დაშვდა.

სხვა სტატიები