Belive

ისტორიული მატჩი: საუდის არაბეთის ქალთა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ქალთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და გამარჯვებითაც დაასრულა. შეხვედრა მალდივებზე შედგა, სადაც საუდის არაბეთმა სეიშელის კუნძულების ქალთა ნაკრები - 2:0 დაამარცხა. ისტორიული შეხვედრა ნაკრების შექმნიდან და პირველი შემადგენლობის გამოცხადებიდან 1 თვის შემდეგ გაიმართა. საუდის არაბეთს ეს ისტორიული დღე თვით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ მიულოცა. "მინდა საუდის არაბეთს ისტორიაში ქალთა ნაკრების პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარება და გამარჯვება მივულოცო. დღეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს", - წერს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

სხვა სტატიები