Belive

იტალიამ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ,,სკუადრა აძურას'' განაცხადში 28 ფეხბურთელია: მეკარეები - ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო) მცველები - ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), ჯანლუკა მანჩინი, ლეონარდო სპინაცოლა (რომა), რაფაელ ტოლოი (ატალანტა). ნახევარმცველები - ნიკოლო ბარელა, სტეფანო სენსი (ინტერი), ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი, (სასუოლო), მატეო პესინა (ატალანტა), მარკო ვერატი (პსჟ), მატეო პოლიტანი (ნაპოლი). თავდამსხმელები - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).


იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

 

სხვა სტატიები