Belive

იტალიაში კოვიდ პროტოკოლი დამტკიცდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია ა-ს ეგიდით გასამართი მატჩებისთვის ახალი კოვიდ პროტოკოლი დაამტკიცა. პროტოკოლის თანახმად, 13 არაინფიცირებული მოთამაშის - მათ შორის ერთი მეკარის ყოლის შემთხვევაში, მატჩი არ გადაიდება. კლუბებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადში ძირითადი გუნდის მოთამაშეებთან ერთად, ახალგაზრდული გუნდის ის ფეხბურთელებიც შეიყვანონ, რომლებიც 2003 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადნენ. სერია ა-ს კლუბებმა მატჩის დაწყებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე ჩატარებული კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხები უნდა წარადგინონ. იტალიაში კორონავირუსის მე-4 ტალღა მძვინვარებს. ე.წ ომიკრონის შტამით სერია ა-ს სხვადასხვა კლუბის დაახლოებით 90 ფეხბურთელია ინფიცირებული. "ტორინო", "ბოლონია", "სალერნიტანა" და "უდინეზე" სრული შემადგენლობით იზოლაციაშია გადასული.

სხვა სტატიები