Belive

იტალიელი ექსპერტი: "ნაპოლის დირექტორმა კვარას გამო ტრანსფერების ოსკარი უნდა მოიგოს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა და სატრანსფერო საქმიანობის ექსპერტმა, ლუკა მარკეტიმ "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა და თქვა, რომ გუნდის გენერალურმა დირექტორმა კირისტიანო ჯიუნტოლიმ "ოსკარი" უნდა მოიგოს

""ნაპოლის" დირექტორმა, კრისტიანო ჯიუნტოლიმ 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განხორციელებული საქმიანობის გამო სატრანსფერო ოსკარი უნდა მოიგოს. ამას თუ ახლა არ იმსახურებს, აბა სხვა დროს როდის?! მან ძალიან კარგად იმუშავა ფეხბურთელების შერჩევის, შემდეგ კი მათთან მოლაპარაკების პროცესში.""

გუნდმა ყველა თავის მიზანს მიაღწია და ეს უნდა იყოს აღიარებული. გუნდს ჰყავს ისეთი ახალი ფეხბურთელები, როგორებიც ოლივერა და კიმი არიან, რომლებსაც თვეების განმავლობაში თვალს ადევნებდნენ. რაც შეეხება კვარას, მას ანჩელოტის დროიდანაც კი აკვირდებოდნენ და საბოლოოდ ის მისაღებ ფასად გადაიბირეს. ამას გამძლეობა სჭირდება.

ხშირად, განსაკუთრებით ზაფხულში, მოთმინება იწურება, მაგრამ "ნაპოლიმ" ფაქტები შექმნა, დადო ძალიან საინტერესო გარიგებები, დაიმატა ფუნქციონალური მოთამაშეები და მათი რეალური ღირებულების დონეზე შედარებით ცოტა გადაიხადა", - თქვა ლუკა მარკეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები