Belive

იტალიელი მსაჯი - ფინალის ნამდვილი გმირი

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერის უმაღლესი მწვერვალია. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც კარიერის დასრულების შემდეგ მოთამაშეები დიდი სიყვარულით იხსენებენ, განსაკუთრებით, საღამოს ბოლოს თუ ტიტულის დაუფლებასაც მოახერხებენ. გარდა თამაშისა, ჩემპიონთა ლიგასა და სხვა ფინალებში რაიმე სახით მონაწილეობაც ძალიან საპატიოა. ამის მაგალითია მარკ კლატენბურგი. ცნობილმა მსაჯმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატსა და იმავე წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მუშაობის აღმნიშვნელი ტატუ ხელზე გაიკეთა.

კიდევ ერთ ასეთ პიროვნებას გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შევხვდით. საუბარია მთავარი არბიტრის ასისტენტ ლორენზო მანგანელიზე. თავდაპირველად ის კამერებმა შეამჩნიეს მატჩის დასაწყისში, როდესაც იტალიელი რეფერი სტადიონზე შესვლისას ჩემპიონთა ლიგის თასს შეეხო.
480
როგორც წესი, მოთამაშეებისთვის მსგავსი ქმედება მარცხთან და უიღბლობასთან ასოცირდება, თუმცა ლორენცოსთვის ეს ოცნების ასრულებას ჰგავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ლისაბონის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაირთო. მანგანელიმ ამ ისტორიული მელოდიის მოსმენისას გული ხელზე მიიდო, ისე, როგორც ამას ეროვნული ჰიმნის დროს აკეთებენ. ოპერატორებმა იტალიელი მსაჯი დაჯილდოებისას კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. ამჯერად ლორენცომ კუთვნილ მედალს აკოცა. ყველაზე ემოციური ფაქტი გუშინდელი საღამოდან კვლავ მედლების გადაცემის დროს დაფიქსირდა. მანგანელიმ კამერას აჩვენა მამის ფოტო, რომელიც სულ ახლახანს კორონავირუსით გარდაიცვალა. 45 წლის ლორენცო მანგანელი გუშინდელი საღამოს გმირია...

სხვა სტატიები