Belive

იტალიელი ფანები მატჩებზე დასწრებას 1 თვეში შეძლებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტული ღონისძიებები იტალიაში დღეს განახლდება. პირველი მატჩი, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიმართება თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "იუვენტუსი" "მილანს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, იტალიურ გრანდებს შორის გამართული პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, ფრედ 1:1 დასრულდა. საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატის განახლებამდე რამდენიმე საათით ადრე, იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა საინტერესო განცხადება გაავრცელა. სანდრა ზამპას მტკიცებით, ძალიან დიდი ალბათობით იტალიელ გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება ივლისის შუა რიცხვებიდან შეეძლებათ. "სოციალური დისტანციის დაცვისა და ტემპერატურის შემოწმების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ გულშემატკივრები სტადიონებზე დაუშვან. ვიმედოვნებ, კლუბები სრულად გაიზიარებენ პასუხისმგებლობას და სოციალური დისტანციის დაცვის წესს მტკიცედ დაიცავენ - ასევე გვჯერა გულშემატკივრების კეთილგონიერების. დიდი ალბათობით ფანები ივლისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ მატჩებზე დასწრებას", - აღნიშნა სანდრა ზამპამ. შეგახსენებთ, სერია ა 20 ივნისს განახლდება.

სხვა სტატიები