Belive

იტალიელი ჟურნალისტი - მილანი ხვიჩას აკვირდება, მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელია "მილანს" კიდევ ერთხელ დაუკავშირეს. როგორც იცით, გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმა. ახლახანს, "როსონერისთან" დაახლოებულმა იტალიელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დანიელე ლონგოს თქმით, კლუბს ხვიჩას მიმართ მიდგომა არ შეუცვლია - კვარაცხელია "მილანის" სკაუტების ინტერესთა სფეროშია, თუმცა სერიოზული ჯერ არაფერია. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ქართველი ვინგერის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ თქვა, რომ მისი შვილი რუსეთში აღარ ითამაშებს. "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ მიუნხენგლადბახის "ბორუსიასაც" დაუკავშირეს.

სხვა სტატიები