Belive

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბი იყიდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სერია ა-ს ბინადარი კლუბი იყიდება. "ჯენოას" მფლობელმა ოფიციალურად გამოაქვეყნა კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება. ენრიკო პრეზიოსი "ჯენოას" 2003 წლიდან ფლობს. მისი მეთაურობით კლუბი 2007 წელს სერია ა-ში აღზევდა თუმცა მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებელ ფორმაში იმყოფება და მხოლოდ 1 ქულა აშორებს გასავარდნ ზონას. 1893 წელს დაარსებული "ჯენოა" ცხრაჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი -  სერია ა-ს ჩემპიონის უკანასკნელი ტიტული გენუელებმა შორეულ 1924 წელს მოიპოვეს.

სხვა სტატიები