Belive

იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ავსტრიასთან მატჩის წინ არ დაიჩოქებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გადაწყვიტა, რომ ავსტრიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის დაწყების წინ, ფეხბურთელები არ დაიჩოქებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პრესკონფერენციაზე საუბრისას, ლეონარდო ბონუჩიმ, რომელიც დღეს ჯორჯო კიელინის ნაცვლად, ,,სკუადრა აძურას'' კაპიტანი იქნება, განაცხადა, რომ გუნდი გადაწყვეტილებას სასტუმროში დაბრუნების შემდეგ მიიღებდა. გუშინ იტალიურ პრესაში კი დაიწერა, რომ ავსტრიამ და იტალიამ უეფას მატჩამდე ფეხბურთელების დაჩოქების შესახებ არ შეატყობინეს. ფედერაციებმა კი ორგანიზაციას შეხვედრამდე 2 დღით ადრე უნდა მიმართონ.

უელსთან ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, იტალიის ნაკრების მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა (პირველ ორ მატჩში - არცერთმა) - ანდრეა ბელოტიმ, ფედერიკო ბერნარდესკიმ, მატეო პესინამ, რაფაელ ტოლოიმ და ემერსონმა დაიჩოქა. თამაშის შემდეგ, ,,სკუადრა აძურას'' წარმომადგენელმა ახსნა, რომ ადგილი გაურკვევლობას ჰქონდა და ახლა გუნდი საერთო გადაწყვეტილებას მიიღებდა. იტალიასა და ავსტრიას შორის მერვედფინალური მატჩი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები