Belive

იტალიის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ,,სკუადრა აძურამ'' ზედიზედ 1 144 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა, რაც სანაკრებო დონეზე ისტორიაში პირველად მოხდა. მსოფლიო რეკორდი აქამდეც იტალიელებს ეკუთვნოდათ - 1972-1974 წლებში დინო ძოფი გოლს 1 143 წუთი არ უშვებდა. იტალიისა და ავსტრიის მატჩი დამატებით დროში რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ,,სკუადრა აძურას'' მომავალი მეტოქე ბელგიისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.



 

სხვა სტატიები