Belive

იტალიის ნაკრებში 107 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფის შეხვედრაში იტალიამ ლიხტენშტეინი გაანადგურა. პარმაში გამართული მატჩი იტალიის გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. ლიხტენშტეინის რბევაში მოისე კინმაც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია რომ 1958 წლის შემდეგ, კინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით გოლის გატანა მოახერხა. გაცილებით უფრო ადრე დამყარებული რეკორდი კინმა ქვეჯგუფის პირველ შეხვედრაში (იტალია 2:0 ფინეთი) გააუმჯობესა. 1912 წლის შემდეგ, კინი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელმაც იტალიის ნაკრების მაისურით იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ მოისე კინმა ქვეჯგუფის ზედიზედ ორ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
Untitled

ასევე იხილეთ: ქუალიარელასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია

სხვა სტატიები