Belive

იტალიის სერია ა-ში მასშტაბური ცვლილება იგეგმება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება იგეგმება. აღნიშნული ინიციატივით, ქვეყნის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი გამოდის. იტალიელი მაღალჩინოსანი, კლუბებისთვის უცხოელი ფეხბურთელების მიღების ლიმიტის დაწესებას ითხოვს. "აუცილებელია მოედანზე ლეგიონერების რაოდენობა შევზღუდოთ, რათა ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელებს განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატებში უამრავი უცხოელი ასპარეზობს, რის გამოც ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები იჩაგრებიან", - აღნიშნა მატეო სალვინიმ, რომელიც რადიკალური ანტიმიგრაციული პოლიტიკის მომხრეა. აღნიშნულ პრობლემას, რამდენიმე დღის წინ რობერტო მანჩინიც შეეხო. იტალიელი სპეციალისტი, სერია ა-ს კლუბების მესვეურებს, ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებისათვის მეტი სათამაშო დროის მიცემას მოუწოდებს. მანჩინი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა იტალიელი ტალანტები ხშირად სათადარიგოთა სკამზე სხედან, მათ ნაცვლად კი გაცილებით უფრო დაბალი დონის ლეგიონერები თამაშობენ.

სხვა სტატიები