იტალიის სერია ც-ში წლის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “კუნეო” და “პრო პიაჩენცა” დაუპირისპირდა.
შეხვედრა “კუნეოს” გამარჯვებით ანგარიშით, 20:0 დასრულდა. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა პრობლემების გამო, “პრო პიაჩენცამ” შემადგენლობაში 11 ფეხბურთელი ვერ შეაგროვა და მოედანზე 8 მოთამაშით გავიდა. იტალიური პრესა გვატყობინებს, რომ ყველა მათგანი თინეიჯერი იყო.