Belive

იტალიური გამოცემა: ჩაკვეტაძით ანჩელოტი დაინტერესდა - ქართველი სერია A-ში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ჩაკვეტაძემ შესაძლოა კარიერა იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. "რომასა" და "ჯენოას" შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევით "ნაპოლიც" დაინტერესდა. იტალიური გამოცემა todofichajes-ი წერს, რომ კარლო ანჩელოტი გუნდიდან გამოცდილი ესპანელი ხოსე კალეხონის გაშვებას და მის ნაცვლად ახალგაზრდა ტალანტის დამატებას გეგმავს. ამ პოზიციაზე ნეაპოლელთა პირველი არჩევანი კი სწორედ გენტის ქართველი ფეხბურთელია. "20 წლის ასაკში ჩაკვეტაძე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება",-წერს იტალიური გამოცემა ქართველის შესახებ. როგორც ირკვევა, იტალიის ვიცე-ჩემპიონმა ბელგიურ კლუბთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო და ტრანსფერი შესაძლოა გაისად ზაფხულში გაოფიციალურდეს. თავის მხრივ, "გენტი" ქართველ ფეხბურთელს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. თბილისის "დინამოს" აღზრდილმა ფეხბურთელმა ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ითამაშა, მას მერე კი ტრავმას მკურნალობს. რამდენიმე დღის წინ, ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

სხვა სტატიები