Belive

იტალიური გამოცემა: "დამატებითი იარაღი სპალეტის კვარაცხელიას სახით"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალური გამოცემა "100x100napoli" კვარაცხელიაზე ახალ სტატიას ავრცელებს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ნაპოლის ფანები კვლავ აღფრთოვანებულნი არიან ხვიჩას თამაშით. ქართველ ფეხბურთელს სწრაფ, მოქნილ, ძლიერ და დრიბლინგის მოყვარულ მოთამაშედ მოიხსენიებენ. იტალიელები ფიქრობენ, რომ ხვიჩა ფსიქოლოგიურად უკვე მზადაა კარიერაში მნიშვნელოვანი ნახტომი განახორციელოს. გოლების გარდა, ნეაპოლელები მოხიბლულნი არიან ხვიჩას საგოლე გადაცემებით. რამდენიმე თვის წინ, პრაქტიკულად უცნობი კვარაცხელია, ახლა ყველა ნაპოლის ფანისთვის ცნობილია. სტატიის ავტორი ამბობს, რომ მას აქვს ის, რაც ამოავსებს იმ ბზარს, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს გუნდში, ინსინიეს წასვლის შემდეგ. ცხადია, ტექნიკური მახასიათებლებისა და ამოცანების გამო კვარაცხელია, ვერ იქნება მოთამაშე, სპალეტის ფორმაციის "ნაპოლიში", რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება. მეორეს მხრივ, ეს შეიძლება იყოს ის სიახლე, რაც სპალეტის სჭირდებოდა. არაა გამორიცხული, რომ კვარაცხელიამ და ოსიმენმა მშვენიერი დუეტი შექმნან. სტატიის ავტორი სვამს ერთ საინტერესო კითხვას. რამდენად შეძლებს კვარაცხელია ალღო აუღოს  იტალიურ ფეხბურთს? თუ ხვიჩას თანაგუნდელები გვერდში ამოუდგებიან და მხარს დაუჭერენ, ის მარტივად შეძლებს გადალახოს ეს რთული ბარიერი. ნეაპოლელები იმედოვნებენ, რომ ხვიჩა ბევრჯერ შეძლებს მათ გახარებას და უამრავ დასამახსოვრებელ მომენტს აჩუქებს ხალხს.

სხვა სტატიები