Belive

იტალიური მედია: გატუზო მალე დაბრუნდება 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის ინფორმაციით, ჯენარო გატუზო შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს. "მილანის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს შემოთავაზება იტალიის ჩემპიონატის ბინდარი "სამპდორიადან" აქვს. რინოს გადაბირება პირადად კლუბის პრეზიდენტის, მასიმო ფერაროს სურვილია. მხარეები უკვე მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი. 7 ოქტომბერს, "სამპდორიამ" "რომას" ყოფილი თავკაცი ეუსებიო დი ფრანჩესკო სამთვენახევრიანი მუშაობის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. საინტერესოა ისიც, რომ "როსონერის" ლეგენდამ "ჯენოაში" მუშაობაზე უარი ოფიციალურად თქვა, რომელიც "სამპდორიას" პრინციპული მეტოქეა. ჯენარო გატუზო სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კრეტას "ოფში," შვეიცარიულ "სიონსა" და "მილანში" მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ჯენაროს გადაბირებით მოსკოვის "სპარტაკიც" არის დაინტერესებული. .

სხვა სტატიები