Belive

იტალიური მედია: გვარდიოლას კონტრაქტის დეტალები იუვენტუსში ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
RAI Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსმა" პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. წყაროს მტკიცებით, მხარეები კონტრაქტს 4 ივნისს მოაწერენ ხელს - გვარდიოლას ოფიციალური წარდგენა კი "იუვენტუსის" საშინაო არენაზე 10 დღის შემდეგ შედგება. 48 წლის სპეციალისტი "იუვენტუსთან" 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის შედეგადაც წელიწადში 24 მილიონ ევროს მიიღებს. ამ წუთისათვის უცნობია როგორ დასრულდება გვარდიოლასა და "მანჩესტერ სიტის" ურთიერთობა - მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პრემიერ ლიგის ჩემპიონთან გვარდიოლას კიდევ 2 წელი აკავშირებს.

სხვა სტატიები