Belive

იტალიური მედია: "კვარაცხელია თავს კომფორტულად გრძნობს - კონტრაქტის განახლება არ იგეგმება"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე დღის წინ იტალიურ საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შემოგთავაზეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ.

კვარას თავის კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელშიც 1 წლით გახანგრძლივების პირობაც შეტანილია, წყაროს ცნობით კი, აურელიანო დე ლაურენტისს და მის გუნდს ამ მუხლის ამოქმედება სურდათ. ეს იმით იყო განპირობებული, რომ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 21 წლის ქართველის მიმართ ინტერესი გაიზრდებოდა, "ნაპოლის" მმართველებს კი თავის დაზღვევა სურდათ.

ამჯერად, ნეაპოლში მდებარე რადიო Kiss Kiss-ი ავრცელებს ცნობას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და მისი დაწყება არც სავარაუდოა. ამის მიზეზი ის არის, რომ ქართველი ამომავალი ვარსკვლავი კლუბში თავს კარგად გრძნობს და მისი პროდუქტიულობით ნეაპოლური მხარეც კმაყოფილია. შესაბამისად, ამ ეტაპზე მხარეებს რაიმეს შეცვლა არ სურთ.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული სტატისტიკური კომპანია იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები