Belive

იტალიური მედია: კვარაცხელიას თამაში ახალ წლამდე საეჭვოა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ვარაუდობს, რომ ის 2022 წელს ნეაპოლელთა "შემადგენლობაში" ვერ ითამაშებს.

"ნაპოლის" "ემპოლის" წინააღმდეგ მარტივი მატჩი არ ექნება. განაცხადში არ არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც წელის ტკივილი აწუხებს და რომელიც გარდა დღევანდელი მატჩისა, დიდი ალბათობით "უდინეზესთანაც" ვერ ითამაშებს.

ქართველი ფეხბურთელი კლუბის ბაზაზე მხოლოდ იმიტომ გამოცხადდა, რომ შესაბამისი თერაპია გაევლო და სპორტდარბაზში ევარჯიშა", - წერს იტალიური Repubblica.

წლის დასრულებამდე, ნეაპოლურ კლუბს მხოლოდ 2 მატჩი აქვს დარჩენილი, 8 ნოემბერს, "ემპოლის", ხოლო 12-ში "უდინეზეს" წინააღმდეგ.

17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთში, მაროკოს ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, სადაც კვარას თამაში ასევე სათუოა.

2022/23 წლების სეზონში, 21 წლის ქართველ ვარსკვლავს ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები