Belive

იტალიური მედია პროკურატურას ადანაშაულებს: ნაპოლის და იუვეს განსხვავებულად ეპყრობიან

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იტალიური გამოცემა La Stampa საგამოძიებო ორგანოს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პროკურატურა სატრანსფერო დარღვევების გახმაურებულ საქმეებზე "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" განსხვავებულად ეპყრობა.

კონკრეტულად, საუბარია იმაზე, რომ ნეაპოლის პროკურატურამ საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივება 6 თვით მოითხოვა, დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ კი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი უკვე განიხილა და კლუბი უდანაშაულოდ სცნო. ეს კი იმის ფონზე ხდება, რომ ტურინის "იუვენტუსს" 15 ქულა უკვე დააკლეს და გუნდი მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.

ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯუზეპე ჩინე, ფედერალური პროკურორი, შესაძლოა საქმეში თავიდან ჩაერთოს და დოკუმენტაციის განხილვა კიდევ ერთხელ მოითხოვოს.

ასე რომ, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა არის საშიშროება, რომ შესაძლო ახალი გარემოებების აღმოჩენისა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნეაპოლურ კლუბს 8-დან 10 ქულამდე დააკლონ.

ამჟამად "ნაპოლი" 19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაგროვებული 50 ქულით სერია A-ს ერთპიროვნულად და "მილანთან" 12-ქულიანი სხვაობით ლიდერობს.

რაც შეეხება 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მას 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება მის გუნდს, ნეაპოლელები სერია A-ს 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 47 ქულით და უახლოეს მდევარ “მილანთან” 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ. უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალურ ეტაპზე არიან გასულები და ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები