Belive

იტალიური მედია: შეთანხმება მიღწეულია - ერიქსენი სერია A-ში იანვარში გადავა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი მილანის "ინტერს" საბოლოოდ შეუთანხმდა. 27 წლის ფეხბურთელი "ნერაძურიში" სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გადაბარგდება. პირადი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იტალიური კლუბი "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების პროცესზე გადაერთო. სერია A-ს ბინადრები 10 მილიონს იხდიან, მაშინ, როცა ლონდონელების მოთხოვნა სულ მცირე 20 მილიონია. ცნობილია ისიც, რომ ერიქსენი "სან სიროზე" გადაბარგების შემთხვევაში, ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 100 000 ევროს მიიღებს. დანიელი ნახევარმცველის დატოვების სურვილი ჟოზე მოურინიოს არ აქვს და მას არჩევანის თავისუფლებას აძლევს. ამ სეზონში ერიქსენმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები