Belive

იტალიური მედია: ტიაგო მოტა სერია A-ში იმუშავებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, "ბარსელონას", "პსჟ-ს" და "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო მოტა "ჯენოას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. Tuttomercato-ს ცნობით, ინფორმაცია ოფიციალურად 22 ოქტომბერს დადასტურდება, მას მერე, რაც ანდრეა ანდრეასოლის კლუბის ხელმძღვანელობა გაათავისუფლებს. იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ჯენოაში" 2008-09 წლებში თამაშობდა. აქამდე მოტას "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდულ გუნდში უმუშავია, თუმცა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა არასდროს დაუკავებია. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენუური გუნდის ხელმძღვანელად მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი დამრიგებელი მასიმო კარერა განიხილებოდა. იტალიის სერია A-ში, 9 ტურის შემდეგ "ჯენოას" 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები