Belive

იტალიური მედია: ზლატანი კარიერას ასრულებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონის ბოლოს შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ინფორმაციას La gazzetta dello sport-ი ავრცელებს. წყარის ცნობით, კორონავირუსის პანდემიამ 38 წლის შვედის პოზიციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მალდინისა და ბობანის "მილანის" ხელმძღვანელობიდან შესაძლო წასვლა. ზლატანი იანვარში "როსონერიში" დაბრუნდა და 10 მატჩში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე 751 მატჩში 460 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები