Belive

იტალიური მედიის პროგნოზი: ითამაშებს თუ არა კვარაცხელია რომასთან?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "რომას" დაუპირისპირდება და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეეცდება.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა აღნიშნულ შეხვედრაში 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ აქვს, ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და "რომასთან" შეხვედრაში მოედანზე გასვლას მოახერხებს.

ასევე, საინტერესოა ის გარემოებაც, რომ როგორც იტალიური პრესა ვარაუდობს, კვარაცხელიასთან ერთად, მატჩში ძირითად შემადგენლობაში ჩრდილოეთ მაკედონიელი ელიფ ელმასიც იქნება, რომელიც გამთამაშებლის პოზიციაზე ითამაშებს.

"ნაპოლისა" და "რომას" მატჩი 29 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები