Belive

იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ჩელსი უმიზნებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, კალიარის ფეხბურთელი ნიკოლო ბარელა ლონდონის "ჩელსის" სამიზნე გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც ლონდონური კლუბის სურვილით დიდად მოხარული არაა. "ის ძალიან წარმატებული ფეხბურთელია, იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია, ყველანაირი ნიჭი აქვს რაც აუცილებელია - ბურთის კარფი ფლობა, კარგი დრიბლინგი, საჰაერო ბურთებზეც შესანიშნავად იბრძვის და რაც მთავარია არასოდეს ნებდება, თუმცა მას აუცილებლად სჭირდება ბევრი სათამაშო დრო და კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა იმისათვის, რომ გრანდში სრულყოფილად თამაშისთვის მზად იყოს. თუ იგი ლონდონური კლუბის ღირსების დაცვას მაინც გადაწყვეტს, ფაქტობრივად რისკავს, რომ მინიმუმ ნახევარ სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს", - განაცხადა რობერტო მანჩინიმ. 21 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ში უკვე 100-ზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, მან ასევე იტალიის ნაკრების განუყოფელი წევრობაც გაინაღდა.  

სხვა სტატიები