იტალიური ფეხბურთის ლეგენდა სანაკრებო კარიერას ასრულებს

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დაცვის ბურჯი – ჯორჯო კიელინი, სანაკრებო კარიერას ასრულებს. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ “ფინალისიმას” შემდეგ, მისი 18-წლიანი სანაკრებო კარიერა დასრულდება.

ჯორჯო კიელინის განცხადებით, იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, უკანასკნელად “უემბლიზე”, არგენტინის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მოირგებს.

“ფინალისიმა” (დიდი ფინალი) კონმებოლისა და უეფას ჩემპიონთა თასია, რომლის ფინალშიც კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხვდებიან. EURO 2020-ის გამარჯვებული, რომელიც კორონავირუსის გამო, 2021 წელს ჩატარდა, იტალია გახდა – 2021 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფატორად კი არგენტინა მოგვევლინა.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა სანაკრებო კარიერას ასრულებს

სტატიის ავტორი
-