Belive

იტალიური კლუბი, რომელსაც უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული ვიდრე ჩელსის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ადრე ვწერდით ლონდონის "ჩელსის" იჯარით 42 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული.  თუმცა ეს მაჩვენებელი არაფერია ბერგამოს "ატალანტასთან". ლომბარდიელებს 31 იანვრისთვის 76 ფეხბურთელი თითქმის 7 გუნდი ჰყავთ იჯარის წესით სხვადასხვა კლუბებში გაშვებული.  ამ 76 ფეხბურთელს შორის 9 მეკარეა. ფეხბურთელთა უმეტესობას საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში, ზოგს კი 2020 წლის ივნისში ეწურება. "ატალანტა" ამჟამად სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ "მილანს" 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
atalanta
   

სხვა სტატიები