ჟოზე მოურინიოს განცხადებით, არის შანსი, რომ ჰარი კეინმა ჩრდილო-ლონდონურ დერბიში მონაწილეობა მიიღოს.
ინგლისელ თავდამსხმელს მცირე ტრავმა აქვს და შესაძლოა, კვირას, პრემიერლიგის მე-11 ტურში, “არსენალთან” შეხვედრაში მონაწილეობა მან ვერ მიიღოს.
“დიდი შანსია, რომ კეინი კვირის მატჩისთვის მზად იყოს. არ მინდა მოვიტყუო, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჰარი “არსენალთან” იქნება,” – ამბობს მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს “ტოტენჰემის” მეტოქე ევროპა ლიგაზე “ლასკ ლინცი” იქნება.