Belive

ითამაშებს თუ არა ედენ აზარი გლადბახთან შეხვედრაში? 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლოა, ედენ აზარმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღოს. ბელგიელმა ტრავმის შემდეგ აღდგენითი პერიოდი უკვე დაასრულა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. პირველ ტურში, "ბლაბნკოსები" დავით ხოჭოლავას დონეცკის "შატხართან" - 2:3 დამარცხდნენ, გერმანულ კლუბთან წაგების შემთხვევაში კი, შესაძლოა ფრანგი სპეციალისტის პოზიციებს საფრთხე დაემუქროს.

სხვა სტატიები