Belive

ითამაშებს თუ არა გიორგი ჩაკვეტაძე დღეს სტანდარტთან?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტური აიღებს სტარტს. "გენტი", რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, შინ "სტანდარტს" დაუპირისპირდება. "გენტის" ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, გიორგი ჩაკვეტაძე დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. 19 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს და როგორც ჩანს, დაზიანება ბოლომდე ვერ მოიშუშა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, საქართველოს ნაკრების შემტევი მწყობრშია და "სტანდარტთან" თამაშს შეძლებს.

სხვა სტატიები