Belive

ითამაშებს თუ არა კანტე ფინალში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის 2018/19 წლების სეზონის ფინალურ მატჩში ერთმანეთს "არსენალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ფინალში საეჭვო იქნება ნ'გოლო კანტეს თამაში, რომელმაც 5 მაისს "უოტფორდთან" ტრავმა მიიღო. "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო სარის განცხადებით, ფრანგი ფეხბურთელის მოედანზე გასვლის შანსები 50-50-ზეა. ასევე ცნობილია, რომ კანტე გუნდთან ერთად სრული დატვირტვით ვარჯიშობს.

სხვა სტატიები