Belive

ითამაშებს თუ არა კვარაცხელია სალერნიტანასთან? - იტალიური მედიის პროგნოზი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, "კრემონეზეს" წინააღმდეგ გრიპის გამო ვერ ითამაშა, მისი გუნდი კი ძირითადი და დამატებითი დროის ფრედ დასრულების შემდეგ (2:2) შემდეგ, პენალტების სერიაში - (4:5) დამარცხდა.

მატჩის შემდეგ, იტალიური მედია ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და ვარაუდობს, რომ ის მოედანს უახლოეს მომავალში, "სალერნიტანასთან​​" გასამართი სერია A-ს მე-19 ტურის შეხვედრაში დაუბრუნდება.

"ნაპოლის" მარცხენა ფლანგის შემტევმა გრიპის გამო "კრემონეზესთან" არ ითამაშა და მატჩისთვის თვალის მიდევნება სახლიდან მოუწია. ამის მიუხედავად, პროგნოზი მისი შემდეგ შეხვედრაში, "სალერნიტანასთან" თამაშის შესახებ შემაშფოთებელი არ უნდა იყოს", - წერს Corriere dello Sport-ი.
​"ნაპოლი", რომელიც სერია A-ს უახლოეს მდევარ "მილანთან" 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, შემდეგ მატჩს “სალერნიტანას” წინააღმდეგ, სტუმრად, 21 იანვარს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველ, 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები