Belive

იცოდით? ყველაზე უხვგოლიანი Boxing Day ინგლისის ჩემპიონატში

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Boxing Day ერთ-ერთია იმ მრავალ მიზეზთაგან, რის გამოც ინგლისის პრემიერლიგა ფეხბურთის გულშემატკივართა საყვარელი ჩემპიონატია. მაშინ როდესაც სრულიად ევროპა შობას აღნიშნავს, ინგლისში გუნდები ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლაში უპირისპირდებიან და როგორც წესი ამ დღეს გამართული მატჩები გამორჩეულია. 1963 წელს კი ინგლისის ჩემპიონატში სასწაული დატრიალდა, Boxing Day-ზე ერთ ტურში არც მეტი არც ნაკლები 66 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ თითო მატჩში 6.6 გოლი გავიდა. ბლექპული 1:5 ჩელსი ბარნლი 6:1 მანჩესტერ იუნაიტედი ფულემი 10:1 იფსვიჩი ლესტერი 2:0 ევერტონი ლივერპული 6:1 სტოკი ნოტინგემ ფორესტი 3:3 შეფილდ იუნაიტედი შეფილდ უენსდი 3:0 ბოლტონი ვესტ ბრომვიჩი 4:4 ტოტენჰემი ვესტ ჰემი 2:8 ბლექბერნი ვულვზი 3:3 ასტონ ვილა წელს Boxing Day, 26 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები