Belive

იცოდით? სერ ალექს ფერგიუსონს მანჩესტერის შემადგენლობაში უთამაშია

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, მან სამწვრთნელო კარიერა 1974 წელს დაიწყო და კარიერა 2013 წლის მაისში დაასრულა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა "წითელი ეშმაკები" 1986 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად პრემიერლიგა 13-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი 2-ჯერ მოიგო, ჯამში გუნდის თავკაცის როლში 27 წელი გაატარა და გუნდის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერა. თუმცა ყველამ არ იცის, რომ სერ ალექს ფერგიუსონს, "მანჩესტერის" შემადგენლობაში ნათამაშებიც აქვს, მართალია ეს ოფიციალური შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა საინტერესოა რომ შოტლანდიელი "იუნაიტედის" მაისურით მოედანზე მაშინ გამოვიდა, როდესაც ამ გუნდში უკვე მწვრთნელად მუშაობდა. საქმე რაშია, 1987 წელს, "წითელი ეშმაკები" სეზონის დაწყებამდე ზაფხულის ტურნეში ბერმუდაზე გაემგზავრნენ, ბერმუდა ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაქვემდებარებაში შედის. "იუნაიტედმა" ბერმუდაზე რამდენიმე მატჩი ჩაატარა, მათ შორის იქაურ გუნდებთან, სერ ალექს ფერგიუსონი კი მოედანზე "სამერსეტ ტროიანსის" წინააღმდეგ მატჩში გამოვიდა, რომელიც მისი გუნდის დამარცხებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა, შოტლანდიელი მოედანზე ე.წ. "ფერგის დროს" შემოვიდა, ბოლო 25 წუთში. აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონის გარდა, მოედანზე მისი თანაშემწე, არჩი ნოქსიც იყო, რომელმაც გოლიც კი გაიტანა. ცნობისათვის სერ ალექსი ფეხბურთელობის დროს თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, და ჩატარებულ 317 მატჩში, 171 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები