Belive

იცოდით? ვან აანჰოლტს პრემიერლიგიდან სამი გუნდი ჰყავს გაგდებული

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს "კრისტალ პალასთან" სტუმრად 2:0 მარცხის შემდეგ "ჰადერსფილდი" ოფიციალურად დაემშვიდობა პრემიერლიგას.  აღსანიშნავია რომ წინა ორ სეზონშიც სწორედ "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ გაიფორმეს ჩემპიონშიპის საგზური "სტოკმა" და "ჰალმა".  და რაც მთავარია სამივე ამ შეხვედრაში თავი ლონდონელთა მცველმა პატრიკ ვან აანჰოლტმა გამოიჩინა. დღეს მან 88-ე წუთზე დააფიქსირა საბოლოო ანგარიში, 2018 წელს "სტოკს" 86-ე წუთზე გაუტანა გამარჯვების გოლი, 2017 წელს კი 90-ე წუთზე "ჰალთან" საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა

სხვა სტატიები