Belive

იულიან ნაგელსმანი: "ეს დუელი პირველივე მატჩში წავაგეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, "ვილიარეალთან"ორი მატჩის ჯამში (1:2) დამარცხების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.
"პირველი მატჩი გადამწყვეტი იყო. გასვლით შეხვედრაში ცუდად ვითამაშეთ, რამაც მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, ორმატჩიან დუელში ჩვენი დამარცხება გამოიწვია. როგორც ტაქტიკის, ასევე ინტენსივობის თვალსაზრისით, ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. პირველ ტაიმში ჯამალ მუსიალის გოლის გატანის დიდებული შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა, მეორე ტაიმში გატანა უკვე ტომას მიულერს შეეძლო, რაც ორბურთიან უპირატესობას შეგვიქმნიდა, რაც არ გამოგვივიდა და საბოლოოდ, ძალიან მწარე მარცხი განვიცადეთ", - თქვა ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა.
მიუნხენის "ბაიერნს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს და ეს ტრადიციულად გერმანიის ბუნდესლიგაა, რომელშიც "რეკორდმაისტერი" 29 ტურის შემდეგ ჩატარებული 69 ქულით და უახლოეს მდევარ დორტმუნდის "ბორუსიასთან" 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.  

სხვა სტატიები