Belive

იუნაიტედი ბრუნო ფერნანდეშის ყიდვასთან ახლოს არის

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წინა სეზონში ბრუნო ფერნანდეშს არაერთი ინგლისური კლუბი ეპატიჟებოდა. ყველაზე ახლოს პორტუგალიელთან "მანჩესტერ სიტი" გახლდათ, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ფერნანდეში "სპორტინგში" საოცარ ფეხბურთს გვაჩვენებს. 52 ჩატარებულ შეხვედრაში 31 გოლი. პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ფილიპე დიასმა "Sky Sport-თან" საუბარში განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან ახლოს არის ფერნანდეშის შეძენასთან. ტრანსფერის ფასი 55 მილიონი ევრო გახლავთ.  ლისაბონის "სპორტინგს" ამ მომენტში ფული ძალიან სჭირდება. ბოლო დროს ლისაბონურ გუნდს ფინანსური პრობლემები აქვს, აქედან გამომდინარე ხსენებული თანხა კლუბისთვის მისაღებია. თავად ფეხბურთელს ინგლისში ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედი" მოწონს, რაც ტრანსფერის ალბათობას უფრო მეტად ზრდის.

სხვა სტატიები