იუნაიტედი ზაფხულში იუვეს ვარსკვლავში 120 მილიონს გადაიხდის?!

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსის” ვარსკვლავს, პაულო დიბალას მიუბრუნდა.

Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური გუნდი 25 წლის ფეხბურთელში 120 მილიონ ევროს გადაიხდის.

სოლსკიაერის გუნდში დიბალას მოისაზრებენ, როგორც რომელუ ლუკაკუს შემცვლელს.

იმ შემთხვევაში, თუ “იუნაიტედი” ზაფხულში ბელგიელ ფორვარდს გაყიდის, გუნდი დიბალას შეძენას აუცილებლად შეეცდება.

ინგლისურ პრესაში იწერება, რომ “იუვესა” და “იუნაიტედს” შორის, შესაძლოა, გარკვეული გაცვლაც მოხდეს.

იუნაიტედი ზაფხულში იუვეს ვარსკვლავში 120 მილიონს გადაიხდის?!

სტატიის ავტორი
-