Belive

იუნაიტედს 2 ლიდერი გამოაკლდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩის შემდეგ, 2 ლიდერი გამოაკლდა. ინგლისურ გუნდს ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი "პსჟ"-სთან მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა, სოლსკიაერს კი მათი შეცვლა მოუწია. "იუნაიტედისთვის" ეს სერიოზული დანაკლისია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ "წითელ ეშმაკებს" რთული კალენდარი აქვთ. მანჩესტერული გუნდი ჯერ Fa Cup-ზე "ჩელსის" ეწვევა ლონდონში, შემდეგ კი შინ პრემიერლიგაში "ლივერპულს" მიიღებს. ასევე ითამაშებს "კრისტალ პალასისა" (გასვლა) და "საუთჰემპტონის" (სახლში) წინააღმდეგ. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მარსიალი და ლინგარდი "პსჟ"-სთან განმეორებით მატჩსაც გამოტოვებენ.  

სხვა სტატიები