Belive

იუნაიტედს იგალოს და სლიმანის იჯარით აყვანა სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარკუს რაშფორდის ტრავმის შემდეგ "ეშმაკებში" თავდამსხმელის პრობლემა გაჩნდა. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედს" კარლოს ტევესის დაბრუნება სურს. დღეს კი "Sky Sports-მა" გაავრცელა ინფორმაცია რომ სოლსკიაერს ოდიონ იგალოს და ისლამ სლიმანის იჯარით დამატება სურს. "უოტფორდის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად ჩინეთში "შანჰაი შენჰუაში" ასპარეზობს და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. რაც შეეხება სლიმანის, ალჟირელი ფეხბურთელი ამჟამად "ლესტერიდან" "მონაკოში" არის განათხოვრებული.

სხვა სტატიები