Belive

იუნაიტედსა და ბარსელონას შორის ბილეთის ფასზე დაპირისპირებაა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიის "ბარსელონა" უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩისთვის ბილეთების ფასებს ზრდის. "ბლაუგრანას" გადაწყვეტილებით, 16 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი საპასუხო მატჩისთვის ბილეთების ფასი 102 ევროდან დაიწყება. ინგლისური მედიის ინფორმაციით, ინგლისელები ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და აპირებენ, რომ ბილეთის ღირებულება "ბარსელონას" მსგავსად, 102 ევრომდე მხოლოდ კატალონიელი ქომაგებისთვის გაზარდონ. ასევე ცნობილია, რომ "იუნაიტედის" გულშემატკივრებს მატჩზე დასასწრებად მხოლოდ 75 ევროს გადახდა მოუწევთ. "დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი გუნდის ქომაგებს "ბარსელონას" გადაწყვეტილება არ მოსწონთ. როდესაც "იუნაიტედი" სხვა ესპანურ გუნდებს - "სევილიასა" და "ვალენსიას" დაუპირისპირდა, ბილეთის ღირებულება მაშინაც ზედმეტად დიდი იყო," - ნათქვამია "წითელ ეშმაკთა" განცხადებაში.  

სხვა სტატიები