Belive

იურგენ კლოპი ლივერპულის ისტორიაში პირველია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბის ისტორიული რეკორდი დაამყარა. გერმანელმა სპეციალისტმა საწყისი 250 შეხვედრიდან 153 მოიგო. ამაზე მეტი არცერთ სხვა მწვრთნელს არ ჰქონია. მეორე ადგილზე მერსისაიდულ კლუბში კენი დალგლიშია, რომლის შედეგიც შესაბამისად 152 მატჩი იყო. სამეულს რაფაელ ბენიტესი ასრულებს, ვინც გამარჯვებას 142-ჯერ მიაღწია. ლეგენდარული ბობ პისლი (139) და ბილ შენკლი (129) შესაბამისად მეოთხე და მეხუთე ადგილებზე იმყოფებიან. კლოპმა "წითლები" 2015 წელს ბრენდან როჯერსისგან ჩაიბარა და ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ევროპის სუპერთასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ახლა კი პრემიერლიგის ისტორიაში პირველ ტიტულთან რამდენიმე ნაბიჯშია.

სხვა სტატიები