Belive

იურგენ კლოპი: "ნახევარფინალში თამაშს დამსახურება სჭირდება, ჩვენ ამის უფლება ვერ მოვიპოვეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც "მადრიდის რეალმა" "ლივერპულს" - 3:1 აჯობა, ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, კომენტარი გააკეთა.
"ნახევარფინალში მოხვედრას დამსახურება სჭირდება, ჩვენ ამის უფლება ვერ მოვიპოვეთ, განსაკუთრებით თუ პირველ ნახევარზე ვისაუბრებთ. როცა მადრიდის "რეალს" არასწორ მომენტში ბურთს გადასცემ, შემდეგ მათი სიჩქარეების გაკონტროლება შეუძლებელი გახდება. შესაძლოა ბურთი დაკრგო, მაგრამ ამისთვის შესაფერისი მომენტები არსებობს.  გოლები საკუთარი შეცდომების ხარჯზე გავუშვით. მე უკმაყოფილო ვარ იმ ფეხბურთით, რომელიც ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში გატანილი ერთი გოლი ჩვენთვის მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს. ერთადერთი პოზიტიური მომენტი ამ ყველაფერში, გარდა სტუმრად გატანილი გოლისა, არის ის, რომ ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო", - თქვა 50 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.
საპასუხო შეხვედრა 14 აპრილს, "ენფილდზე" შედგება და თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები