Belive

იურგენ კლოპი: "ნოუ კამპი საფეხბურთო ტაძარი არ არის"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" "ლივერპულს" მიიღებს. მერსესაიდელთა გერმანელმა სპეციალისტმა კი აღნიშნა, რომ "ნოუ კამპზე" თამაში რთულია, თუმცა ის საფეხბურთო ტაძარი არ არის.
"ნოუ კამპი ჩვეულებრივი სტადიონია, უფრო დიდი, ვიდრე სხვები. თუმცა ის საფეხბურთო ტაძარი არ არის. ყველა ხედავს სხვა გუნდებს, რომლებიც იქ ჩადიან და დამარცხებულები ბრუნდებიან. ამას ჩვენ ხვალ ვნახავთ, თუ როგორ წარიმართება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ კარგად ვითამაშებთ. როდესაც ბარსელონას წინააღმდეგ მათსავე მოედანზე თამაშობ, რა თქმა უნდა, ფავორიტი არ ხარ" - განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "ლივერპულის" დაპირისპირება ხვალ, 1 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები