Belive

იურგენ კლოპი: "ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერთან" ფრედ., 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა "მერსისაიდელთა" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა: "შედეგს არაუშავს, შეხვედრამდე მეტი გვინდოდა, თუმცა თამაში ისე განვითარდა რომ დიდი ხანი ჩამოვრჩებოდით მეტოქეს და ქულით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. თამაშის ხარისხით მთლიანად ბედნიერი არ ვარ, "იუნაიტედს" მივეცით ჩვენზე ზეწოლის განხორციელების საშუალება და სხვა კარგი მომენტები. ეს ფეხბურთია მაგრამ რაღაც დაბრკოლებები აუცილებლად უნდა დასძლიო. ატკინსონმა ორიჯის წაქცევის მერე თამაში გააგრძელა რადგან ვიდეო რეფერის იმედი ჰქონდა, ვიდეო რეფერიმ კი თქვა რომ შეხება იყო , მაგრამ სუფთა ჯარიმა ვერ დაინახა, ეს პრობლემაა. მე ვფიქრობ რომ ორიჯის წინააღმდეგ თამაშის წესები აშკარად დაარღვიეს, მაგრამ ახლა ვერაფერს ვერ შევცვლი, დღეს ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. კარგად მხოლოდ 20-25 წუთი ვითამაშეთ ეს კი მატჩის მოსაგებად საკმარისი არ არის, ამიტომაც ვთვლი რომ ფრე ლოგიკური შედეგია."

სხვა სტატიები